|
2021-10-19 12:50:41, 1475 ნახვა
ეკონომიკა
მაზდას პირველი ელექტრომობილი საქართველოშია
თავისი არსებობის მანძილზე Mazda-მ პირველი ელექტრომობილი, MX-30 შექმნა, რომელიც უკვე საქართველოშია და "მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ ხელმისაწვდომი. მანქანა შოურუმშია წარმოდგენილი, სადაც მსურველებს ტესტ დრაივსაც სთავაზობენ. ავტომობილების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ MX ინიციალების კომბინაცია, მაზდას განსაკუთრებულ მოდელს ნიშნავს. ელექტრომობილის შექმნისას, ვიზუალური და ტექნიკური სრულყოფილების გარდა, იაპონელთა პრიორიტეტი ეკოლოგიაზე მაქსიმალური ზრუნვა გახლდათ. მაშინ როცა მსოფლიოს ავტომწარმოებლები ერთმანეთს ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე ებრძვიან, Mazda-მ გამიზნულად შექმნა ელექტრომობილი, რომლის ელემენტიც მხოლოდ 300კგ-ს იწონის, ხოლო ერთი დამუხტვით მას დაახლოებით 250 კმ-ს გავლა შეუძლია. ეს შესაძლოა ბევრი არ არის, თუმცა MX-30- ის ელემენტის წარმოებაც და უტილიზაციაც ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების მიერ შექმნილი ელემენტები. ,,MX -30 უკვე ჩვენს შოურუმშია. თეგეტას პრემიუმ ავტომობილების მიმართულებისთვის ამ სიახლეს ორი დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ შეგვიძლია Mazda-ს სრულად ელექტრომობილი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ და რაც მთავარია, ეს არის ეკომეგობრული მანქანა, როგორც ტექნიკურად, ასევე გადამუშავებული მასალით შექმნილი სალონით. გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალურია. ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება ,,მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ყველა სიახლეს მომხმარებელს ოპერატიულად, მაქსიმალურად მოკლე დროში სთავაზობს“, - ამბობს Tegeta Premium Vehicle დირექტორი პეტრე წაქაძე. ინოვაციურია ელექტრომობილის ინტერიერიც, რომლის კარების შიდა შეფუთვა და ცენტრალური კონსოლიც, პლასტმასის ბოთლებისა და ღვინის ბოთლის სახურავების, გადამუშავებული მასალით არის შექმნილი. ზოგადად MX-30-ის ინტერიერში საკმაოდ დიდი დოზით არის გამოყენებული ვეგანური მასალა. ამგვარი მეთოდით, Mazda-მ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ეკოლოგიაზე ზრუნვის მიმართულებით. კრეატიული გადაწყვეტილებაა კარების გაღების კონცეფციაც - ელექტრომობილს არ გააჩნია B საყრდენი და კარებებიც ერთმანეთის საპირისპიროდ იღება.
ტექნიკური მონაცემები: Mazda MX-30 E-Skyactiv
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)