2021-10-14 14:45:20, 597 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სომელიესა და ღვინის სკოლა გაიხსნა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში „ხეცურიანის სომელიეს სკოლა/კავკასიის უნივერსიტეტი" პრეზენტაციას დაესწრო. - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. სკოლა ახალ სასერტიფიკატო პროექტს - "სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" განახორციელებს, რომლის მიზანი მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა. 5 თვიანი პროგრამის მიხედვით, სასწავლო კურსი ვენახის შერჩევიდან დაიწყება, გაივლის ყველა ეტაპს ღვინის ბოთლში ჩასხმის ჩათვლით. კურსდამთავრებულები სერთიფიკატებსა და სომელიეს სტატუსს მიიღებენ. "ტურიზმის ინდუსტრიაში, როდესაც პროდუქტის ფორმირებაზეა საუბარი მომსახურების მაღალ ხარისხს და ევროპულ სტანდარტებს განაპირობებს განათლება. დღეს, როდესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ღვინის ტურიზმი ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტია, ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული იყოს ხედვა, ერთიანი მიდგომა, თუ როგორ ვუკეთებთ ამ ტურისტულ პროდუქტს პოზიციონირებას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე."-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. "კავკასიის უნივერსიტეტი და მარინა ხეცურიანი აერთიანებენ ძალებს ხეცურიანის სომელიეს ღვინის სკოლის ფარგლებში და მიმდინარე პროგრამებთან ერთად ჩვენ აკადემიურ პროგრამებსაც ვგეგმავთ, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ მეღვინეობა, ჩვენი მოწინავე დარგი კიდევ უფრო განვითარდეს."-აცხადებს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|