15:52 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 13:00:50, 686 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის მაღაზია-ბარი „საამურის“ პროდუქცია დიდი ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში ექსპორტზე გავა

ღვინის მაღაზია-ბარი „საამურის“ პროდუქცია მალე დიდი ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში ექსპორტზე გავა. „თიბისის“ ინფორმაციით, კომპანია სამომავლოდ ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებში ექსპორტსაც გეგმავს.

„საამური“ ბუნებრივი ღვინის მაღაზია-ბარია, რომელიც „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ბუნებრივი ღვინის მოყვარულებში „საამურს“ და მის გუნდს სახელი მალევე გაუვარდა.

მაია ჭოხონელიძემ და ნიკი ანთაძემ „თიბისი“ ბიზნეს მხარდაჭერის პროგრამის სტარტაპერის დახმარებით დიდი ხნის ჩანაფიქრის სისრულეში მოიყვანეს და 50 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ფართის იმ ადგილად გარდაქმნა დაიწყეს, რომელიც ღვინის ბუნებრივ გემოებში მოგზაურობის გარდა, გართობის, შემეცნების, ღვინოზე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის სივრცეც უნდა ყოფილიყო. პანდემიამ მათი გეგმის სისრულეში მოყვანა დროში შეაფერხა, თუმცა მაია და ნიკი, რომელიც თავად მეღვინეა და ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, ამ ამბავს არ შეუშინდნენ და ღვინის ბარი „საამური“ აპრილიდან აამუშავეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩაფიქრებული პროექტი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ინტერიერზე მუშაობა არ დასრულებულა და ამის გამო განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოვირჩევით, ბარი მაინც გავხსენით და სტუმრებმა თავისით გვიპოვეს. აპრილიდან გვსტუმრობენ ბუნებრივი ღვინის მოყვარულები. ვინც ერთხელ მოვიდა, ის აუცილებლად ბრუნდება, მოჰყავთ მეგობრები, ნაცნობებს ურჩევენ ჩვენს ღვინოებს და ამიტომ სტუმარი არ გვაკლია. ამას, პირველ რიგში, ბუნებრივი ღვინოების მომაჯადოვებელი გემოები განაპირობებს და, მეორე მხრივ, ჩვენი გუნდი, რომელიც ასევე ამ ღვინის სიყვარულმა და მისი ღირებულების ცოდნამ გააერთიანა“ ,- ამბობს „საამურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია ჭოხონელიძე.

ბუნებრივი ღვინო, სხვა, კონვენციური მეთოდებით დამზადებული ღვინოებისგან განსხვავებით, არ შეიცავს დანამატებს, ის ბუნებრივი საფუარით ღვინდება. ქიმიური პროცესები აქ დამოუკიდებლად, მეღვინის ჩაურევლად მიმდინარეობს, შედეგად კი ვიღებთ ბუნებრივი ღვინის მომაჯადოებელ გემოს.

„საამურის“ ძირითადი მომწოდებელი, როგორც მაია ამბობს, ბუნებრივი ღვინის ასოციაციაში გაწევრიანებული მეღვინეები არიან, რომლებიც „საამურთან“ დიდი ხანია, მეგობრობენ. ყველა მათგანი მცირე მეწარმეა და ძირითადად ექსპორტზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ექსპორტზე გატანა მათთვის ბევრად მომგებიანია, „საამურთან“ მეგობრობას არ წყვეტენ და ამით ბუნებრივი ღვინის ბიზნესის მიმართ თანადგომას გამოხატავენ.

„საამური“ 100-მდე სახეობის ღვინოს აერთიანებს. 20-დან 250 ლარის ღირებულების ქართული თუ უცხოური ღვინოების გარდა, ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზუგდიდში წარმოებული ჯინი, კრაფტ ლუდის რამდენიმე სახეობა, ქართული აბსენტი, სიდრი, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი.

„საამურის“ ყველის და ხორცპროდუქტების მენიუ ქართული წარმოების პროდუქტისგან შედგება, რომლებსაც „საამური“ მცირე მეწარმეებისგან ყიდულობს.

გარდა იმისა, რომ მასთან მისულ სტუმრებს უმასპინძლდება, „საამურმა“ გადაწყვიტა, თავადაც იმოგზაუროს და ბუნებრივი ღვინის გემო განსხვავებულ სივრცეებში შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ მოტივით, სექტემბერში, თბილისის ზღვის „საიალქნო კლუბში“, ვაკის ბისტროსთან“ ერთად ზღვის პროდუქტების თემაზე გამართული სადილით, „საამურმა“ ზღვის და იალქნიანი ნავების ფონზე 40 ადამიანს უმასპინძლა. პირველმა ერთობლივმა ღონისძიებამ წარმატებულად ჩაიარა. მაია ჭოხონელიძე ამბობს, რომ პოპ-აპის მთავარი წარმატება იქ შეკრებილ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან ერთად დასახული ახალი იდეები და პროექტებია, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო სივრცეში, სხვადასხვა მეგობარ ბარ-რესტორნებთან ერთად გაიმართება.

საქართველოს ბაზრის გარდა, „საამურის“ ბუნებრივ ღვინოებს უცხოელი მომხმარებელიც დააგემოვნებს. მალე შეკვეთა დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში წავა, მომავალში კი „საამური“ ევროპის და აზიის სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურებს“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics