|
2021-09-29 16:24:21, 1334 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და Visa-ს პატნიორობით 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩაერთო
საქართველოს ბანკისა და Visa-ს პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროექტი, „Adapter”-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, “Adapter”-ის საშუალებით უკვე 26 კომპანია საკუთარ პროდუქციას extra.ge- ზე ყიდის. „“Adapter”-ის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა“, - აცხადებენ ბანკში. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაშიც უწევს მხარდაჭერას. პროექტზე რეგისტრაცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2XJjhgQ „დღეს, ისე როგორც არასდროს, ბიზნესის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში გაყიდვების წარმოება. სწორედ ამიტომ, Visa-სთან პარტნიორობით, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების პროექტ „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 26-მა მეწარმემ გააციფრულა საკუთარი მაღაზია და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა საკუთარ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და მოვუწოდოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. „Visa-სა და საქართველოს ბანკს ამოძრავებს საერთო მისია, პოპულარიზაცია გაუწიონ ინოვაციურ გადახდის მეთოდებსა და ხელი შეუწყონ მათი განვითარების პროცესს. მეწარმე ქალი ლიდერების გაძლიერება ამ მისიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რაც თვალნათლივ ჩანს Visa-ს სტრატეგიულ ინიციატივაში #She’sNext, რომელიც რეგიონის მასშტაბით დაინერგა. ჩვენ გვწამს, რომ ქალი მეწარმეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას, აძლიერებს ახალი ბიზნესების წამოწყებასა და ეხმარება უფრო რეზისტენტულები გახდნენ ახალი გამოწვევების მიმართ. მოხარულები ვართ, ჩავერთოთ ამ ინიციატივაში ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთად და წვლილი შევიტანოთ ქალი მეწარმეების გაძლიერებასა და მათი ბიზნესების გაციფრულებაში, რაც ამავდროულად ხელს უწყობს ელ-კომერციის განვითარებას საქართველოში“,- განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
ზურაბ პატარაძე - მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია
გვარამია - ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, უნდა გადადგეს
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



