|
2021-09-28 15:47:04, 816 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - ღონისძიება მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, სასტუმრო „სტამბაში" გაიმართა.-ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრებმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვეს იმ მხარდაჭერას და თანადგომას, რომელიც სასტუმროების სექტორმა კოვიდ-პანდემიის პერიოდში აღმოუჩინა მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას. "კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში. დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები (Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace; Moxy Tbilisi Cameron - McNeillie; Ibis Styles Tbilisi Center; Ambassadori Kachreti; Intourist Palace); პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები (Ramada Encore Tbilisi; Holiday Inn; Holiday Inn Telavi; Savaneti Hotel; Kavkasia Hotel; Fortune Palace; Business Center Hotel Rustavi; L Plaza; Baadraan International (patrioti); Iveria Inn; Shine Palace; Cron Palace); პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები (Legend Tskaltubo Spa Resort; GTM Plaza). ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების გარდა დაჯილდოების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. მათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროები დააჯილდოვეს."-ნათქვამია განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)