|
2021-09-22 16:49:38, 789 ნახვა
ეკონომიკა
დღეისათვის საქართველოდან 31.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული
დღეისათვის საქართველოდან განხორციელდა 7.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 31.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (42%), ხოლო ღირებულება - 2.8 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. კერძოდ: იტალია (3,662 ტონა), გერმანია (945 ტონა), ესპანეთი (411 ტონა), ჩეხეთი (263 ტონა), პოლონეთი (209 ტონა), ლიტვა (110 ტონა), ლატვია (66 ტონა), საფრანგეთი (65 ტონა), ესტონეთი (44 ტონა), ბულგარეთი (44 ტონა) და ბელგია (20 ტონა). საანგარიშო პერიოდში, ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გავიდა შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (443 ტონა), უკრაინა (171 ტონა), რუსეთი (104 ტონა), ერაყი (120 ტონა), ბელორუსია (113 ტონა), ჩინეთი (104 ტონა), არაბ. გაერთ საამიროები (54 ტონა), მექსიკა (28 ტონა), არგენტინა (26 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა) და სხვა ქვეყნები (116 ტონა).
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)