|
2021-09-15 13:34:35, 751 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა BAG-ის ინდექსზე - მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გრძნობს და დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის შეფასებისას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები დადებითად შეაფასეს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ თვეებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დადებითად აისახა ბიზნესის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაში - 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა, 13 ქულით გაუმჯობესების შედეგად, დადებითი 10.8 ქულა შეადგინა. ნათია თურნავას თქმით, ის, რომ საქართველოში უმჯობესდება ბიზნესგარემო და საკმაოდ სწრაფად, მაღალი ტემპებით მიდის ეკონომიკის აღდგენა, ასევე ასახულია საქსტატის ბოლო პერიოდის მონაცემებშიც, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამას თავად ბიზნესიც გრძნობს, დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და დადებითი მოლოდინები აქვს. „ბიზნეს ასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ ბიზნესი ორიენტირებულია, რომ სამომავლოდ მშვიდობიანად გააფართოოს თავის საქმიანობა, მეტი პროდუქცია აწარმოოს, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ახალი ინვესტიციები განახორციელოს და ამისთვის რისკებს ვერ ხედავს. ეს ასევე ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ჩვენი პოლიტიკით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)