|
2021-09-14 11:48:51, 829 ნახვა
ეკონომიკა
ყურძნის მოსავლის თითქმის 40% უკვე დაბინავებულია
14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია. ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის პროცესში დღემდე 136 ღვინის საწარმო იყო ჩართული. კახეთში, მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციით 90 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. მოსავლის რეალიზაცია 10 ათასამდე მევენახემ მოახდინა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)