08:21 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 15:53:11, 824 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის გარდა, გაფართოვდა ექსპორტის გეოგრაფია

„საგარეო ვაჭრობის კუთხით კვლავაც ძალიან პოზიტიური  ტენდენციაა, მთლიანობაში რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2%-ით არის გაზრდილი", - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას, ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა -  როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს თვეში ის 14.6% -ითაა გაზრდილი.

„გაფართოვდა გეოგრაფია, გაფართოვდა არეალი. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით ძალიან კარგი ტემპით გაიზარდა - 25.7%", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავამ მედიას წლევანდელი რვა თვის ექსპორტის მონაცემების 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითი მაჩვენებელიც გააცნო. 

„როგორც იცით, წლევანდელ სტატისტიკას ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდელი და წარმატებული წელი. და აი, წელს, პირველ რვა თვეში ჩვენი ექსპორტი, თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს, ასევე გაზრდილია 7.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტის ზრდა პირდაპირ აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკურ ზრდაში. ეს სტიმული კვლავაც ძალიან ძლიერია და ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics