09:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 11:34:57, 566 ნახვა

ეკონომიკა
დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მილიონამდე ლარი მიიღეს

2 სექტემბრის მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 12 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენი.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და  10%-დან 90%-მდე მერყეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს  0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics