|
2021-08-30 14:30:07, 897 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების განხილვა-დამტკიცება, მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება
საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა რამდენიმე განკარგულება, რომელთა მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს, მათ შორის, დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები. ამის შესახებ დეტალურად ეკონომიკის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „300-მდე ოჯახს დაუკანონდება ის ფართები, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ წლების მანძილზე - ეს არის როგორც დევნილი მოსახლეობა, ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანები, ასევე, უბრალოდ, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ ფართში და მას ვერ იკანონებდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ გადავეცით ეს ფართები სიმბოლურ ფასად და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი" - განაცხადა ნათია თურნავამ. ის ფიზიკური პირები, ოჯახები, რომლებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონდებათ, მათ შორის, დევნილი ოჯახები, ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, ზესტაფონსა და ბორჯომში. აღნიშნული სოციალური ჯგუფებისთვის ფართების დაკანონების შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობით მიმართეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების, კერძოდ, რუსთავის, ზესტაფონის, ბორჯომის მერიებმა, ხოლო დევნილების შემთხვევაში - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა მათ მიერ წარმოდგენილი, დასაბუთებული შუამდგომლობა და დასამტკიცებლად წარადგინა საქართველოს მთავრობის სხდომაზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს არ არის ერთჯერადი აქტი და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების განხილვა/დამტკიცება, მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება. „ეს პროცესი დიდი ხნის წინ გვაქვს დაწყებული, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და ამის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრო, პერიოდულად გადასცემს ხოლმე და უკანონებს მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც ისინი „დე ფაქტო" იმყოფებიან, მაგრამ საკუთრების უფლება აქამდე არ ჰქონდათ. ეს კეთდება, მაგალითად, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ბორჯომში, თბილისში და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცესი ასე გაგრძელდება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
ზურაბ პატარაძე - მატჩის დროს ბათუმში დაკავებული თურქეთის ყველა მოქალაქე თავისუფალია
გვარამია - ამ მატჩის საქართველოში „შემომთრევი“ ყველა ჩინოვნიკი, უნდა გადადგეს
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



