|
2021-08-09 13:33:18, 737 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფო ქონება, მათ შორის გაჩერებული საწარმოები, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი და დაასაქმოს ადამიანები
„კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, კეთილგანწყობა და ნდობა ინვესტორების მხრიდან გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ პრივატიზაციის პროცესი. პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში მორიგი, ჯამში 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პაკეტი გამოვაცხადეთ და შევთავაზეთ ინვესტორებს. ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ რეფორმას და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი, რაც დღემდე იყო გაჩერებული, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი და დაასაქმოს ადამიანები" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, პაკეტში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საინვესტიციო ქონება, ასევე რამდენიმე გაჩერებული, სახელმწიფო საწარმოს წილიც. პროგრამის ფარგლებში მორიგი საინვესტიციო ობიექტები აუქციონზე გასაყიდად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ გამოაცხადა., რომელიც წარმატებით აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და ამჯერად კერძო სექტორს საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში გასაყიდ ქონებებს შორის 89 ობიექტი 25-50% -იანი ფასდაკლებით გაიყიდება. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე. დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ საპრივატიზებო რუკას პერიოდულად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები. აუქციონებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://bit.ly/32WNZ5d
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)