|
2021-08-07 11:12:58, 1013 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის განვითარების პროგრამას ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები დაემატა
პროგრამის ახალი კომპონენტის დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან, ანნა ჩერნიშოვასთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „სოფლის განვითარების პროგრამის“ ახალი მიზნობრივი კომპონენტი - მწვანე გრანტები (GMG) კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკისა და ენერგოეფექტური მიდგომების განვითარება; მნიშვნელოვანია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რითაც მინიმუმამდე უნდა შემცირდეს გარემოზე ზეწოლა. მადლობას ვუხდი გაეროს განვითარების პროგრამას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვიღებთ”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 8 მუნიციპლიტეტისთვის, დაახლოებით, 700,000 აშშ დოლარია გამოყოფილი „ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი მსგავსი პროექტი განხორცილდება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვისთვის“, - განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა. „სოფლის განვითარების პროგრამაში“ ახალი მიზნობრივი კომპონენტის დამატების შესახებ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ მოაწერეს. მწვანე გრანტების კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს: მარტივი მზის გამათბობელი და მზის წყლის გამაცხელებელების თანადაფინანსებას, (sSWH/sSAH) სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1,000 ლარამდე (გრანტი 90 %-მდე), ხოლო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 10% - ით; ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელები (vSWH): სადაც სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3,000 ლარამდე (გრანტი 80%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა განისაზღვრა მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20% - ით; შენობის თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 8,000 ლარამდე (გრანტი 70%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად განისაზღვრა მთლიანი
ღირებულების არანაკლებ 30% - ით; შენობის სრული თბოიზოლაცია: სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 12,000 ლარამდე (გრანტი 60%-მდე), ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობად მთლიანი ღირებულების არანაკლებ 40% - ით. „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია.
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)