11:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 16:31:07, 672 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო ინდიკატორები

10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და  გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე.- ამის შესახებ ინფრომცის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

მინისტრის თქმით, აღრიცხვიანობის და ანგარიშვალდებულების შეფასების საუკეთესო მოდელად აღიარებულია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების - ე.წ. PEFA-ს შეფასება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება; განხორციელებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული შეფასების ინდიკატორების 81 პროცენტში საქართველოს აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება.

"ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს თითოეული მიმართულებით და სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2026 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში, 2030 წელს - ინდიკატორების 95 პროცენტში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის გამჭვირვალობას, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვნია ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი რომლის  მიხედვით საქართველო იმყოფება სრულიად გამჭვირვალე სტატუსის მქონე 6 ქვეყანას შორის.

„მომდევნო წლებში, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია გამჭვირვალობის სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებისკენ და რაც მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობის მიღწევისკენ. შედეგად ჩვენ მუდმივად შევინარჩუნებთ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას მაღალი შეფასებები აქვს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.

„საგადასახადო ორგანოების ეფექტურობა 4 წელიწადში ერთხელ ფასდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. თADAთ-ის მიხედვით. ინდიკატორების 53 პროცენტში ქვეყანას აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს მომდევნო 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩვენი რეფორმების სია. რეფორმების განხორციელების შედეგად, სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს თADAთ-ის მიხედვით კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2024 წელს - ინდიკატორების 70 პროცენტში, 2028 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics