18:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 15:40:39, 430 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკური რეფორმები მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ინსტრუმენტია

ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე. 

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.

„ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მიზანია, არა მხოლოდ შემოსავლების მობილიზება, არამედ ამ პროცესის განხორციელება ეკონომიკურ ზრდაზე მაქსიმალურად ხელშემწყობი მეთოდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საგადასახადო სისტემის ისეთი დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს საბაზრო მექანიზმების დამახინჯებებს ე.წ Distortion-ებს და ქმნის უფრო სწორ საგადასახადო სტიმულებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, განაწილებული მოგების გადასახადი ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო და ამ კუთხით მუშაობა კვლავ გრძელდება .

„ჩვენი მიზანია, პირდაპირი გადასახადების წილის შემცირება მთლიან საგადასახადო შემოსავლებში, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ექსპორტისათვის და საქსპორტო  პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის. - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics