11:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 15:32:26, 465 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა  ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომდევნო წლებში ქვეყნის მთავარი ამოცანაა: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა ,სოციალური უთანასწორობის შემცირება, დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვნად  გაზრდა.

მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავარი გრძელვადიანი ინსტრუმენტია მაღალი ეკონომიკური ზრდა.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის, ასევე, გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე. საგარეო ეკონომიკური ფაქტორები კვლავ მაღალ რისკებს შეიცავს, ამიტომ ჩვენი მთავარი ფოკუსია შიდა ფაქტორების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და ქვეყნის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით ფორმირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ამგვარი ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics