|
2021-08-03 10:02:50, 773 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ახალ პაკეტში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ შშმ პირთა საჭიროებები
„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ახალი პაკეტი, სადაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ასევე თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. „აღნიშნული სიახლეები უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ისეთივე წვდომა სახელმწიფო პროგრამებზე და ისეთივე ჩართულობა ბიზნეს საქმიანობაში, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)