07:37 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 13:28:57, 360 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება

„საქართველო, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადასხვა ქალაქში, ჩვენ ვხედავთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 70-80% -ია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი", - ამის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 

ნათია თურნავას თქმით, სასტუმროების მაღალი დატვირთულობის გარდა ასევე მნიშვნელოვანი ირიბი ინდიკატორია ლარის სტაბილური კურსიც - ეს ნიშნავს, რომ მართლაც ხდება ტურიზმის სექტორის აღგენა-განვითარება.
 

ეკონომიკის მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახ. დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირველ რიგში  კოვიდ-შეზღუდვებს უკავშირდება, რაც ეხება ზოგადად მთლიანად მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით - კოვიდ-საფრთხე ხან იზრდება, ხან კი - მცირდება. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, სახ. დეპარტამენტის გაფრთხილება ტრადიციულად ასევე უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
 

„რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შეთხვევას - პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ასე რჩება, ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები კი არ გამოირიცხება არათუ საქართველოში,  არამედ დროდადრო ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება. მთავარია, რომ ამაზე დროულად ხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენი მხრიდან დაგმობილია, რადგან არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics