15:05 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 14:19:22, 656 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე წლის სექტემბრიდან, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა იწყება

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიანი პროგრამის  ფარგლებში, მოსახლეობას შევპირდით მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას,  რომელიც სოფლად ცხოვრობს და  სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.

ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ რეგიონებში ჩვენი ვიზიტებისას.  შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. უკვე სექტემბრიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისგან.

ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ნაწილი ტექნიკის ღირებულების  იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეღავათიანი, საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. ჩვენს მოსახლეობას, რომლსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ.

ჩვენ გვექნება როგორც მცირე მექანიზაციის დაფინანსების საშუალება - 20,000 ლარამდე ტექნიკის,  საშუალო თანხის მექანიზაციის - ესაა 20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე  ტექნიკა, ასევე მსხვილი ტექნიკის დაფინანსება 100,000 ლარზე მეტის  ღირებულების შემთხვევაში; აქ შედის როგორც გამწევი ტექნიკა, ისე იმპლემენტები, ფაქტობრივად ყველა ის საშუალება,  რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის“,  - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამის ღირებულება 50 მილიონი ლარია. პროგრამას  სოფლის განვითარების სააგენტო  განახორციელებს.

პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა  უნდა იყოს ახალი.

,,თანადაფინანსების მოცულობა, ჯამურად, ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა შემდეგი პირობით:  იმ შემთხვევაში, თუ  შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების  35%-ს,  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  20, 000 ლარიდან   100, 000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში  თანადაფინანსება  ასევე  შეადგენს ღირებულების      35% - ს, ხოლო  თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარზე მეტს,  თანადაფინანსება  განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების  30%.-ით

ამავე  პირობებით დაფინანსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების შესყიდვა.

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics