19:25 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 14:05:01, 768 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა- ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ შევძლოთ, შეუფერხებლად განვაგრძოთ ეკონომიკის გაჯანსაღება

„ვაქცინაცია არის  ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შევძლოთ შეუფერხებლად განვაგრძოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, გაიზარდოს დასაქმება, დავძლიოთ სიღარიბე და არ დაარტყას პანდემიამ ეკონომიკაზე" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 

მინისტრის შეფასებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება არ არის მარტივი, ზაფხულის სეზონზე, მობილობის გაზრდასთან ერთად, ინფიცირების მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა, დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლება  მყარად არის იმ პოზიციაზე, რომ სრულიად შესაძლებელია  პანდემიასთან ბრძოლა ეკონომიკის შეფერხების გარეშე.
 

„ვხედავთ, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების მთავარი საწინდარი არის ამა თუ იმ დარგის შეუფერხებელი ფუნქციონირება,  მითუმეტეს, როდესაც გვაქვს ხელმისაწვდომი სხვადასხვა ვაქცინის სამ მილიონამდე დოზა, ანუ არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავიცრათ, არის თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი, არ არსებობს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
 

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებელ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომლების ვაქცინაციის მიმდინარე, აქტიურ პროცესს თავადაც ესწრება ხოლმე. 
 

„ჩართულები ვართ საკმაოდ აქტიურ კამპანიაში, მთავრობის წევრებიც დავდივართ და ვესწრებით სხვადასხვა დარგის ვაქცინაციას, იმისთვის, რომ ამის უფრო მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ვიცით, რომ არსებობს მოსახლეობაში სხვადასხვა კითხვები, რაც ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული და ჯანდაცვის სამინისტრო, ექიმთა კორპუსი ასევე ჩართულია ძალიან აქტიურად ამ ვაქცინის შესახებ სხვადასხვა კითხვებზე პასუხში, სხვადასხვა განმარტებით აქციაში. იმედი გვაქვს, რომ ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით, განმარტებითი კამპანიის შედეგად, ჩვენ ვაქცინაციის ტემპებს გავზრდით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია - საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics