|
2021-07-08 13:45:28, 1438 ნახვა
სამხედრო
„თავდაცვა და უსაფრთხოება“ საგნის საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დისტანციურ ფორმატში შეხვედრას დაესწრო და პროექტში მონაწილე მასწავლებლებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ პროექტში ჩართული 12 აკრედიტებული სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და დირექტორები კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მადლობის სიგელებითა და სერტიფიკატებით ონლაინ რეჟიმში დააჯილდოვეს. მათ პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ერთობლივი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალებიდან პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. საწყის ეტაპზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მე-10 კლასის 500-მდე მოსწავლემ გაიარა. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, თანამედროვე საბრძოლო საშუალებები და მათი დამაზიანებელი ფაქტორები, პირველი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა, თავდაცვის ძალების არსი და საქმიანობა, სამოქალაქო უსაფრთხოება. საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები კითხულობენ, რომელთაც მასწავლებელთა მომზადების კურსი აქვთ გავლილი. პროგრამა მომდევნო, ახალ სასწავლო წელს განახლდება.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)