|
2021-06-30 17:08:06, 1392 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 365.5 მილიონი დოლარია
2021 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 365.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ლარებში ეს თანხა 1.2 მლრდ ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 13.8 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -11.2 პროცენტიდან -10.7 პროცენტამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 14.5 პროცენტით შემცირდა და 755.6 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -137.6 მლნ აშშ დოლარი (-455.9 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (35.2 პროცენტით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (25.3 პროცენტით). მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 30.2 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის პირველ კვარტალში 526.9 მლნ აშშ დოლარს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 28.9 პროცენტით გაიზარდა 482.7 მლნ აშშ დოლარამდე (1.6 მლრდ ლარი). გაზრდილია სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 42.3 მლნ აშშ დოლარი (140.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.2 პროცენტია.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)