|
2021-06-29 13:01:49, 1910 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ მასშტაბურ წვრთნაში Sea Breeze 2021 მონაწილეობს
მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 ოდესაში ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს. სწავლება მასშტაბურია და უკრაინაში რამდენიმე რეგიონს მოიცავს. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ჰერსონის რეგიონში საველე წვრთნებშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მონაწილეობს. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი, ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბშია წარმოდგენილი. SEA BREEZE 2021-ში ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ორი სადარაჯო ხომალდითაა ჩართული. ხომალდების - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირეს" ეკიპაჟების გარდა მრავალეროვნულ წვრთნებში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მონაწილეობენ. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოფიცრები ოდესაში საზღვაო შტაბშიც არიან წარმოდგენილი. აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწას, ასევე საზღვაო უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაძლიერებას რეგიონში. წლევანდელი სწავლება ყველაზე მასშტაბურია. სწავლების თეატრი უკრაინის სხვადასხვა რეგიონშია გაშლილი და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000 წარმომადგენელი მონაწილეობს. საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი. SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. საერთაშორისო წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2001 წლიდან მონაწილეობენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)