|
2021-06-29 11:04:04, 1071 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ხუთი წლისაა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან ხუთი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ DIBS-ის საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროცესში მის როლზე ისაუბრა. მან სკოლის განვითარებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა გერმანელ და სლოვაკ მრჩევლებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით DIBS-ის წარმატებაში და აღნიშნა მჭიდრო პარტნიორობა ჰოლანდიის კლინგენდაელის ინსტიტუტთან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. DIB სკოლას იუბილე SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა და სლოვაკეთის ელჩის მოადგილემ ზუზანა პალოშოვამ მიულოცეს. მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა სკოლის ხუთი წლის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. დღესვე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ DIBS-ის დირექტორთან ერთად წლის საუკეთესო მომხსენებელი ირაკლი მენაღარიშვილი დააჯილდოვა. ასევე, თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელით სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ DIBS-ის თანამშრომლები. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წელს შეიქმნა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)