|
2021-06-23 22:41:01, 890 ნახვა
ეკონომიკა
ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio ქუთაისის განახლებულ აეროპორტს ვიდეო-რგოლს უძღვნის
„ქუთაისი იქცა ტრადიციულ ქართულ დერეფნად ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის, რომელსაც განახლებული აეროპორტი მასპინძლობს“, - ასე მოიხსენიებენ ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს მთავარი არქიტექტორები ვიდეო-რგოლში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. კომპანია UN Studio-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის. 3 წუთნახევრიან ვიდეო-რგოლში საუბარია განახლებული აეროპორტის უნიკალურ დიზაინზე და ზოგადად, აეროპორტის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და განსაკუთრებით, იმერეთის რეგიონისთვის. „ეს არ არის დანიშნულების ადგილი მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს არის შექმნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმერლებისთვის. ჩვენ შევქმენით ე.წ. ერთობლივი ყვითელი ქოლგა, რომელიც ზოგადად ადამიანების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული. ქოლგის შიგნით არის მესამე სივრცე, შიდა ეზო. ეს არის ამ ორიგინალური ტერმინალის საიდუმლო ელემენტი და სწორედ ეს კონცეფცია გავიზიარეთ ტერმინალის გაფართოებისას. რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და რომანტიკულიც გამხდარიყო“,-აცხადებენ ქუთაისის აეროპორტის კონცეფტ-დიზაინის შემქმნელები. ვიდეო-რგოლში საუბარია იმაზე, რომ ახალი აეროპორტის დიზაინი მთლიანად მგზავრების კომფორტზეა მორგებული. „ახალი ინტერიერი აეროპორტის სავიზიტო ბარათია. 2014 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოს 14 ულამაზეს აეროპორტებს შორის მოხვდა. დიდი მადლობა გვსურს ვუთხრათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, სწორედ მათი დაკვეთით შევასრულეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დიზაინი“, - აცხადებენ UN Studio-ს არქიტექტორ-დიზაინერები.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)