|
2021-06-16 11:39:30, 1600 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ანხელ სევილანო კეიპო დე ლიანოს სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ესპანეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ,,ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირის წევრობაა და ამ კონტექსტით მან ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების გამოყვანისა და მომავალში სტრატეგიულ პარტნიორებთან ქართველი სამხედროების თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობის გაგრძელება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ სტრატეგიის იმპლემენტაცია. ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარებაში ესპანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით არსებული პროექტები. პოლკოვნიკმა ანხელ სევილიანო კეიპო დე ლიანომ პოლკოვნიკი სესარ გუტიერეს დე ლა კამარა გასული წლის აგვისტოდან შეცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)