|
2021-06-07 15:39:54, 1463 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია
ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, მომდევნო პერიოდი ეროვნული ვალუტისთვის იქნება უფრო სტაბილური, დიდი მერყეობების გარეშე. „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ლარის კურსზე. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პირველ კვარტალში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზებისგან განსხვავებით, გვაქვს ახალი რეალობა. თუ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,5% უნდა ყოფილიყო, ამისდა მიუხედავად, დაგეგმილი გვქონდა 4,3%-იანი ზრდა. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავიწყეთ საუბარი, იმაზე, რომ ეს პროგნოზები გადაიხედებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავდით ცვლილებებს დადებითი მიმართულებით. გამომდინარე აქედან, გადავხედეთ პროგნოზებს და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გავზარდეთ 6,5% მდე. ასევე, ვთქვით, რომ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში, გვექნება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა, 10%-ზე მეტი მაჩვენებელი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს სრულად მოხდება გასულ წელს დაფიქსირებული ეკონომიკური კლების კომპენსირება. „2021 წელს ზრდა იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე იყო კლება გასულ წელს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე იყო ნავარაუდევი. გარდა ამისა, გვაქვს საკმაოდ ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც ამ რეალობასა და პროგნოზებს ამყარებს. ეს არის დადებითი მაჩვენებელი აპრილში ექსპორტის მიმართულებით - დაახლოებით, 70%, ასევე, ფულადი გადმორიცხვების ზრდა - დაახლოებით, 145% -ის ოდენობით. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც აპრილში დაფიქსირდა, არ არის გამომდინარე რომელიმე ერთი სექტორიდან - ზრდა გადანაწილდა პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა სექტორზე. ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა. გაფორმდა მნიშვნელოვანი შეთანხმებები პოლიტიკურ პარტიებს შორის და დასრულდა 6-7-თვიანი არასტაბილურობის პერიოდი. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორმა, ხელი შეუწყო მოლოდინებისა და განწყობების გაუმჯობესება ეკონომიკაში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)