02:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 12:57:38, 2206 ნახვა

ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ფულის მასის შემცირება უმუშევრობას ნიშნავს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის გატარება, უმუშევრობას გამოიწვევს. 
ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე თქმით, ლარის კურსის ვარდნის შეჩერების პროცესში ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობაც აქტიურად უნდა ჩაერთოს. 
„ეროვნული ბანკი იძულებულია, ფულის მასა შეამციროს.  ფულის მასის შემცირება, ნიშნავს ეკონომიკის შემცირებას,  უმუშევრობას.  დღეს საქართველოში ფულის მასა ისედაც მცირეა, ვინაიდან არ ხდება მისი გენერირება ეკონომიკური ზრდით.  ახლა ეროვნული ბანკი იძულებულია, მიმართოს მის კიდევ უფრო შემცირებას და სამწუხაროდ ის გამოიყენებს თავის ბერკეტებს, რომელიც მოახდენს ლარის ვარდნის შეჩერებას, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, თუ მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ღონისძებებს არ გაატარებს“, – აღნიშნა გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics