|
2020-10-29 11:29:51, 1815 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 437 აჭარაში, 388 კი იმერეთში გამოვლინდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან, თბილისში - 445, აჭარაში კი 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 18 364 აქტიური შემთხვევაა, აქედან 4 209 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. „დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12 და სამცხე-ჯავახეთში - 44. ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 - აჭარაში, ხოლო 1 234 - თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 683, აჭარაში-1 649. სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 9 728 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 3 764 პირი, აჭარაში - 11 190, იმერეთში - 4 024,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)