|
2020-10-17 13:12:03, 854 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა ქალაქი ფიზული დაიბრუნა
აზერბაიჯანმა სომხეთის ჯარის მიერ დაკავებულ ქალაქ ფიზულიზე კონტროლი აღადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანის ჯარმა რაიონულ ცენტრ ფიზულიზე და მის მახლობლად მდებარე 8 სოფელზე დაიკავა. "ფიზული ჩვენია. თუმცა, როდესაც ვლაპარაკობთ ფიზულიზე, უნდა ვხვდებოდეთ, რომ ამ ქალაქისგან ფაქტიურად არაფერი დარჩა. ქალაქში ერთი დაუზიანებული შენობა აღარ არის. დანგრეულია სახლები, საზოგადოებრივი და რელიგიური დანიშნულების შენობები. ფიზულის ნანგრევები სომხური ფაშიზმის მტკიცებულებაა. თუმცა, ჩვენ ქალაქს აუცილებლად აღვადგენთ. ფიზულელები ქალაქში დაბრუნდებიან და თავიანთი წინაპრების საფლავებს მოინახულებენ. ფიზულის მეჩეთებს აღვადგენთ და მინარეთებიდან ისევ მოლების ხმას მოვისმენთ", - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)