|
2020-10-07 15:43:43, 1092 ნახვა
მსოფლიო
პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად, „Pussy Riot“-მა რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდა
რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „Pussy Riot“-ის წევრებმა, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად რუსეთის სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს. როგორც „Pussy Riot“ იუწყება, მათ ცისარტყელის დროშები დაკიდეს „რუსეთის სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოების“ ფასადებზე. კრემლის საწინააღმდეგო პანკ-როკ ჯგუფმა გააზიარა მისი წევრების ფოტოები, რომმლებიც LGBT დროშებს ამონტაჟებდნენ უშიშროების ფედერალური სამსახურის, რაიონის პოლიციის, უზენაესი სასამართლოს და კულტურის სამინისტროს შენობებზე. აღნიშნული პროცესის დროს დააკავეს ორი ჟურნალისტი, - იუწყება „Pussy Riot“. ჯგუფმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, სადაც მათი მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელთა შორისაა ერთსქესიანი პარტნიორობის ლეგალიზაცია, ლგბტ რუსების დისკრიმინაციის შეწყვეტა და ჩეჩნეთის ულტრაკონერვატიულ რესპუბლიკაში ლგბტ წევრების გატაცებისა და მკვლელობების გამოძიება. ჯგუფმა ასევე მოითხოვა რუსეთის სავავო კანონის გაუქმება, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის „პროპაგანდას“. „ჩვენ ყველას ვაძლევთ ამ ცისარტყელას, როგორც დაკარგული სიყვარულისა და თავისუფლების სიმბოლოს“, - წერია „Pussy Riot”-ის გავრცელებულ პოსტში. ამავდროულად, უცნობმა პირებმა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მოპირდაპირე შენობიდან ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ბანერი დაკიდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „Mash Telegram“-ის არხი ავრცელებს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან. „გილოცავთ, ნომერ პირველო პრეზიდენტო“, - წერია აბრაზე, რომელზეც ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გეგმავს 68-ე დაბადების დღეზე ათამდე სატელეფონო საუბრის ჩატარებას უცხოელ და ადგილობრივ მოღვაწეებთან, დანარჩენ დღეს კი, პრეზიდენტი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარებს.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)