|
2020-04-29 20:24:54, 1709 ნახვა
რეგიონი
ევროპული რეგიონების ასამბლეა წევრ რეგიონებს, მათ შორის აჭარას, მადლობას უხდის
ევროპის რეგიონთა ასამბლეა წევრ რეგიონებს, მათ შორის აჭარას, მადლობას უხდის COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს ევროკავშირის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ აჭარამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, ორგანიზება გაუწია საგანგებო დანიშნულების ფრენას, რის შედეგადაც პროგრამის მონაწილე ქართველი და უცხოელი ტრენერები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი ესთერ ესტანი Eurodyssey-ს რეგიონებს -ბრიუსელს, აჭარას, კატალონიას, ვალეს დ'ოსტას, აზორესს მადლობას უხდის #COVID19 კრიზის დროს გაწეული დროული რეაგირებისთვის. „მინდა გულწრფელი აღიარება გამოვუცხადო ევროოდისეის წევრ რეგიონებს იმისთვის, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს არ დაიშურეს მცდელობა ევროკავშირის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ძალიან ვამაყობ ქსელით არა მხოლოდ იმის გამო, რომ კრიზის დროს განხორციელდა დროული რეაგირება სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, არამედ იმისთვის, რომ მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის ხორციელდებოდა ყოველკვირეული მონიტორინგი. კრიზისის შემდეგ, ჩვენი ახალგაზრდა მონაწილეების სასარგებლოდ, ევროოდისეა დაბრუნდება კიდევ უფრო ძლიერი და ახალი ამბიციური მიზნებით სავსე,“- აღნიშნავს ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი ესთერ ესტანი.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)