05:04 - 27 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 19:36:42, 14116 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ

ტრანსპორტირების აღდგენაუნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რაც ყველა არსებული რეკმენდაციის გათვალისწინებას ნიშნავს.

"არა ბატონებო, ჩვენ თანდათან უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის, ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც გადავიდა შემსუბუქების ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე იქნება, მაგრამ მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება ნიშნავს იმას, ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია ეს არის სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვა. მოქალაქეების არშეჯგუფება და დიდი თავყრილობებისა არგამართვა. უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვები, კი მოგაწყინეთ, მაგრამ ამაზე მძლავრი იარაღი სამწუხაროდ, არ არის კოვიდთან ბრძოლაში. აღდგება საზოგადოებრივი ტრანპსორტი, მაგრამ ეს გადაწყდება საკოორდინაციო საბჭოზე და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს საკოორდინაციო საბჭოს," - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics