22:10 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 13:50:24, 12504 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტია მოთავსებული

რესპულიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტია მოთავსებული.

მისი თქმით, შვიდივეს ინფიცირების წყარო ცნობილია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 64 პაციენტი, აქედან 47 არის დადასტურებული კოვიდ ინფექციით. გუშინ დაგვემატა 7 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი, გადმოიყვანეს ჩვენთან.

ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. დღეს 6 პაციენტს რესტესტირება უკეთდება. გუშინ 6 პაციენტს ტესტის შედეგი ნეგატიური ჰქონდა.

ახალი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად ყველასი ნორმალურია, ჯერჯერობით ერთ პაციენტთანაა პნევმონიის ნიშნები.

რაც შეეხება მათი კლასტერებს, ცნობილია, მათი ეპიდანამნეზი ცნობილია. ერთი არის თეთრიწყაროდან, ნაწილი კი არის თბილისიდან“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics