|
2020-04-25 18:37:16, 15076 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - კორონავირუსის უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს
ე.წ. აგრესიული ანუ მიზნობრივი ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი, რათა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს, გამოვლინდეს ტესტირების საფუძველზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელობნად გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა, საუბარია PCR (პისიარ) ტესტით ტესტირებაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და თუ ადრე ვსაუბრობდით დღეში 200-300 ტესტზე, დღეს ლაბოტრატორიებიდან მიღებულ იქნა პასუხები 900-მდე ტესტზე და მათგან დადებითი შედეგები 2% -ს დაუდასტურდა. ამასთან, გაბუნიას თქმით, ტესტირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ გაიზრდება. „მთავარი წუხილი, რაც შეიძლება მოსახლეობას ქონდეს, ისაა, ხომ არ იპარება შემთხვევები, რომელთა გატესტვა და გამოვლენა არ ხდება და ეს შემთხვევები შესაძლოა იყოს პოტენციური ინფექციის წყარო. აქამდე ჩატარებული მიზნობრივი, გნებავთ აგრესიული ტესტირება ხორციელდებოდა საკარანტინე სივრცეებში, ჯანდაცვის პროფესიონალებში, ასევე ადგილობრივი ეპიდრეაგირების გეგმის ფარგლებში - მოგეხსენებათ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები რამდენიმე კვირაა განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია და იქ ტარდება ძალიან აქტიური ეპიდზედამხედვლეობის ღონისძიებები, რომელთაც ჭირდებათ პერიოდული გამეორება. გვაქვს გაწერილი გეგმა 2 ინკუბაციური პერიოდისთვის - ესაა ღონისძიებები, რომლებიც უნდა შესრულდეს 28 დღის განმავლობაში ეტაპობრივად. ეტაპობრიობა ითვალისწინებს თერმო სკრინინგს, დადებით შემთხვევაში ნაცხის ანალიზს და გამოკვლევას PCR მეთოდით, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი ეს ღონისძიებები ითვალისწინებს პაციენტის გადაყვანას მკურნალობის მიზნით. აღნიშნული პროცესი ხორციელდება მაღალი რისკის რეგიონებში, სადაც დაფიქსირდება შემთხვვევების მომატებული რაოდენობა. ერთი ოჯახი ან 3-4 შემთხვევა, კლასტერები, რომლებიც ყალიბდება კონტაქტების კვლევის საფძველზე, საჭიროებს აგრესიულ ტესტირებას. ამას ვიყენებთ რამდენიმე თვეა, რაც ვირუსის გადაცემის თავიდან აცვილების მიზნით დავიწყეთ", - განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს - მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა, პროპორციულად დადასტურებული შემთხვევები შემცირდა: კერძოდ, დღემდე გაიტესტა 10177 პირი და მათგან ვირუსი დაუდასტურდა 456-ს. ეს კი, მინისტრის მოადგილის თქმით, მარტივი მათემატიკაა, რომელიც ადასტურებს, რომ ტესტირებულებიდან დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ 4,5%-ია. დღევანდელი შედეგი კი 2 პროცენტს არ აღემატება, რაც ადასტურებს, რომ „საზოგადოებაში უცნობი შემთხვევები არის მინიმალური, თუკი საერთოდ არსებობს“. თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო სტრატეგიის თანახმად, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შესუსტდება შემზღუდავი ღონისძიებები, უფრო მეტი აქტიური ტესტირება ჩატარდება, რათა დროულად მოხედ ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)