22:10 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 14:32:07, 1676 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის ნაწილმა ფუნქციონირება დაიწყო

დღეიდან ზუგდიდის აგრარულმა ბაზარმა ნაწილობრივ ფუნქციონირება დაიწყო.

ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ნაწილობრივ ფუნქციონირებს ფოთის ბაზარიც.

,,აღდგომის დღესასწაულამდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ფუნქციონირებდა და სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო, ითვალისწინებდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგომამდე როგორც ფოთში, ასევე ზუგდიდში მივიღეთ დიდი დატვირთვა. გარე პერიმეტრზე შეუძლებელი შეიქმნა დისტანციის დაცვა.

დღეის მდგომარეობით, ვინაიდან მსუბუქი ავტომანქანების შეზღუდვა ძალაშია, დატვირთვა ბაზრებში შესაბამისად მინიმალურია. ამდენად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული დაიწყოს ფუნქციონირება, როგორც ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა, ასევე ზუგდიდის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.

პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების ზედამხედველობის სამსახურები მობილიზებულია და ამჯერად მდგონარება არის კონტროლირებადი“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics