|
2020-04-11 12:28:04, 1829 ნახვა
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ლენტეხში 100-მდე პირველადი კონტაქტია მოძიებული
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ლენტეხში 100-მდე პირველადი კონტაქტია მოძიებული. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. „შესაძლებელი არის გაგრძელდეს 2 კვირა, შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო მეტ ხანს. გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ რეალობიდან, რა რეალობაც გვექნება მოცემულ მომენტში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ოჯახური კლასტერი შემხებლობა დიდად არ გაზრდილა და ჯამში, დღეის მდგომარეობით გვაქვს 100-მდე პირველადი კონტაქტი. საკვების და მედიკამენტების კუთხით შეზღუდვა არ იქნება. ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდებოდა დეფიციტის დაფიქსირება. უწყვეტი რეჟიმით გაგრძელდება მუნიციპალიტეტის პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)