|
2020-04-08 14:39:53, 1491 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი - გადავწყვიტე სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო
მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასის 1/3-ს კორონავირუსის ბრძოლის ფონდში გადარიცხავს - ამის შესახებ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმაა, დავით შერაზადიშვილმა განაცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. „ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას, მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიებას დროულად ახორციელებს, აუცილებელია საჯარო მოხალეებმა მოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა გამოვიჩინოთ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ინიციატივას შევუერთდე და სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო. ვფიქრობ, ამ გამოწვევას ჩვენ უმოკლეს დროში ერთად დგომითა და გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით აუცილებლად გავუმკლავდებით“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)