|
2020-04-07 13:15:03, 1832 ნახვა
რეგიონი
შუახევში, ადგილობრივების საჭიროებებს ეცნობიან
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე შუახევის მერის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადილზე გაცნობა დაიწყო. აღნიშნული, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა და სოფლებში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხების და რისკ ფაქტორის დროულად გამოვლენას ისახავს მიზნად. პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ამბულატორიების ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები და რწმუნებულები. იმართება ამავდროულად მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიები. დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე არსებულ ვითარებას რამდენიმე სოფელში საკრებულოს წევრებთან, მედპერსონალთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას კორონავირუსის პრევენციით მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა. საჭიროების შემთხვევაში თვითმართველობის ბალანსზე არსებული ავტომობილებით სარგებლობას, სხვა სახის საჭიროებებზე დახმარებას, სამედიცინო პერსონალის ჩართულობასა და მომსახურებას დაჰპირდა. მერმა, ყურადღება გაამახვილა ასევე სოფლად ქალაქიდან დროებით დაბრუნებულ მოსახლეობაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა დროებით გადადონ ერთმანეთის მონახულება და თავშეყრა, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დღესვე, არსებულ ვითარებას ზამლეთის თემის სოფლებში ადგილზე გაეცნო შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე. აღნიშნული აქტივობა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)