15:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 06:00:35, 691 ნახვა

საგარეო უწყება: საქართველო ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო, - ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017 წლის 29 აგვისტოს ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გმობს.

"როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics