06:14 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ირაკლი მექვაბიშვილი: აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, მოქნილი და გამჭვირვალე

გენერალური აუდიტორობის კანდიდატმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

7 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის 4 რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა

ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი ლიკვიდირებულია

რუსეთის ავიაციამ სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამეთაურო პუნქტი დაბომბა, რის შედეგადაც დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

აზიის ქვეყნებში „ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართა

„ქართული ღვინის ფესტივალი" სინგაპურში და ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media"-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.

ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის პოსტზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორობის კანდიდატი დაასახელა.

 

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია, - ამის შესახებ AFP იუწყება.

 

საქსტატი: II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 14.3%-ით ნაკლებია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია.

 

ძლიერმა ქარმა ართანას ტყეში ხანძრის კერები გააღვივა - ვითარება კონტროლირებადია

 ძლიერმა ქარმა სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის თითქმის ჩამქრალი კერების  ხელახლა გაღვივება გამოიწვია, თუმცა ღია ცეცხლი არ წარმოქმნილა.

 

ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა. 

„ბლექ სი არენაზე“ ელტონ ჯონის კონცერტები მომავალი წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება

ბრიტანელი ვარსკვლავი ელტონ ჯონი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა.

 

მერია: თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მათ წუხელ, გვიან ღამით ეცნობა.

დიმიტრი ქუმსიშვილი OECD-ის წარმომადგენელს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელს ბილ თომპსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

შსს-მ ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონოდ ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ასევე, სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საშეშე მერქნის ფლობის ფაქტები გამოავლინეს.

ჯანელიძე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს განვითარებისა და ინტეგრაციის სხვადასხვა სიჩქარე გვაქვს

საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტალინში ევროკავშირის ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორი" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს.

 

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა, - ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

 

სააკაშვილი: ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“  პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის საკითხზე ისაუბრა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics