07:28 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ AFP იუწყება.

 

სანქტ-პეტერბურგში სახელმწიფო ერმიტაჟში ხანძარი გაჩნდა

სანქტ-პეტერბურგში სახელმწიფო ერმიტაჟის ზამთრის სასახლეში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ Тass იუწყება.

 

არჩილ თალაკვაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს

წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

 

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთზე  დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აჭარაში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
გახარია: საქართველოს კარიბჭის როლი აქვს, რომელსაც შეუძლია პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს
იულია ტიმოშენკო სააკაშვილის მხარდასაჭერად 10 სექტემბერს პოლონეთში ჩავა

უკრაინული პარტიის "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ NewsOne იუწყება.

 

თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს - ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

„ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

„კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს
საწოლში პრინცთან - ვის ხვდება ჰარი უინდზორი?

"ჩვენ წყვილი ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც დადგება ის დრო, როცა წინ წავალთ და ჩვენს ისტორიას სხვებს გავაცნობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა, ეს ერთად ყოფნაა", - უპასუხა მოდელმა და მსახიობმა მეგან მარკლიმ ჟურნალისტის კითხვას მისა და პრინც ჰარიზე ფარული რომანის შესახებ.

 

73-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი აირჩია

ცენტრალურმა სააერჩევნო კომისიამ, 2-4 სექტემბერის პერიოდში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი აირჩა.

პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით დაიბარა.

კომისია შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარს იხილავს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო.

 

უკრაინის სასაზღვრო სამსახური „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით, მგზავრებს აფრთხილებს
მზეზე 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

8 სექტემბერს დილის 11 საათზე მზეზე უძლიერესი აფეთქება მოხდა. ეს ანომალიურად სახიფათო შემთხვევაა, რადგან აფეთქებამ თავისი სიძლიერიდან გამომდინარე 5 ბალიანი შეფასებიდან 4 ბალს მიაღწია. ამის გამო მას მზეზე აქტიურობის უმაღლესი - X ხარისხი მიანიჭეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics