|
2017-09-08 03:37:28, 2198 ნახვა
ეკონომიკა
აზიის ქვეყნებში „ქართული ღვინის ფესტივალი" გაიმართა
„ქართული ღვინის ფესტივალი" სინგაპურში და ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media"-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო. „ქართული ღვინის ფესტივალს" ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც დებრა მეიბურგი აცხადებს, აზიის ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სინგაპურში, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა მსგავსი ფორმით პირველად მოეწყო, ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სინგაპურელი იმპორტიორების უმრავლესობა უკვე დაინტერესდა ქართული ღვინით. „ჰონგ-კონგში ხალხს გაგებული აქვს ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ მწარმოებლებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლების აქ ყოფნა ბაზარზე წარმატების მოპოვების საწინდარია. ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, აგემოვნებენ ღვინოს და კომპეტენციას იღებენ მის მხარდასაჭერად. შანხაის ბაზარზე ქართულ ღვინოს დიდი წარმატება აქვს ამ რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად. აშკარაა, რომ ღვინის მიწოდება შეესაბამება ბაზარს, ჩემი აზრით, ქართული ღვინოების, მაგალითად საფერავის ცოცხალი გემო, ალკოჰოლი, ღვინის წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია, შესანიშნავად შეესაბამება ამ ბაზარს. მოუთმენლად ველოდები სიახლეებს ჩინეთში ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით" - აღნიშნა დებრა მეიბურგმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულმა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარებმა ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებზე დიდი შთაბეჭდილება მაოხდინა. „დებრა მეიბურგის ორგანიზებით, ქართული ღვინის კომპანიებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის მოეწყო ვიზიტები ღვინის ბარებსა და მაღაზიებში, სადაც მოხდა მხარეებს შორის ინფორმაციისა და კონტაქტების გაცვლა. ამით, ქართული მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი გაყიდვების ტენდენციები და ბაზრის მოთხოვნილებები, რაც საშუალებას იძლევა დაისახოს სწორი სტრატეგიული გეგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციისთვის" - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ. სინგაპურში გამართულ დეგუსტაციაზე დებრა მეიბურგის მიერ წარდგენილი იყო 10 ქართული ღვინო და მისი შეხამება 5 ადგილობრივ საკვებთან, შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართულ ღონისძიებაზე დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის დეგუსტაცია და სემინარი ჩაატარა. (NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)