წილკანში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეებს უმასპინძლეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში,მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვების შესახებ სემინარი გაიმართა. სემინარის მონაწილე ახალგაზრდებმა სერტიფიცირების ლაბორატორია დაათვალიერეს, სერტიფიცირებისა და სტანდარტების მნიშვნელობას გაეცნენ და მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.