|
2017-09-27 20:01:25, 2137 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონსა და ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას დევნილმა მოსახლეობამ სანიაღვრე სისტემის, გარე განათებისა და შენობების ფასადების მოწესრიგება მოითხოვა. როგორც ლევან დავითაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, დასახელებული პრობლემების დროულად მოგვარებაზე იმუშავებს. „დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ეს მძიმე თარიღია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ კერას მალე დაუბრუნდება. იქამდე კი ყველა ვალდებული ვართ, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ. მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამ კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. ათასობით დევნილ ოჯახს უკვე კომფორტული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ჩვენ გუნდს გააჩნია კონკრეტული პროგრამები ამ მიმართულებით, მე კი, გამარჯვების შემთხვევაში, ამ ადამიანების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს ვიღონებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)