03:33 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სამებაში მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
ნოდარ ხადურმა სრულიად საქართველოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
დავით ნარმანია: მამა ილია კარტოზიამ მთელ მსოფლიოს გმირობის მაგალითი აჩვენა
სააკაშვილი: ქედს ვიხრი ქართველი გმირის თამაზ სუხიაშვილის ხსოვნის წინაშე
გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლადაა შესაძლებელი

ცენტრალურ მაგისტრალებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

ინფორმაციას რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 1959 წელს დაბადებული ოთარ ნაკანი.

პრეზიდენტმა მამა ილია კარტოზია „სამოქალაქო თავდადებისთვის" დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის,  ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“ დააჯილდოვა. 

ნათლისღებასთან დაკავშირებით, სამების ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს

ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს.წირვას სასულიერო პირებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
 

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზურაბ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ხოლო 1979 წელს დაბადებული მამუკა მ. და 1985 წელს დაბადებული შუქრი შ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო

ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.
 

პუტინი: რუსეთი მზად არის ეუთო-სთან ერთად უზრუნველყოს დონბასში ცეცხლის შეწყვეტა

„რუსეთი მზად არის ეუთო-სთან ერთად უზრუნველყოს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი“,-ამის შესახებ რუსეთის პრზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ლიდერ პეტრო პოროშენკოსადმი გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული.

მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული

ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკის“ კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მოძღვარის, ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ჯოზეფ ბაიდენის რეზიდენციასთან გამთენიისას სროლები იყო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სახლთან გამთენიისას სროლები იყო. 
 

მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. 
 

უგლეგორსკში სროლის შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა
მამა ილია კარტოზია საქართველოში გადმოასვენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics