21:17 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 13:38:48, 1768 ნახვა

საზოგადოება
სამებაში მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების  შემდეგ პატრიარქი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალს აკურთხებს, რასაც დიდი აიაზმა ეწოდება.
წყლის კურთხევის შემდეგ კი, უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.
ქადაგების შემდეგ მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში გადაასვენებენ. 20 იანვარს კი, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც მსახურობდა.
შეგახსენებთ, რომ ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი ზღვაში დაიხრჩო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics