09:07 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პარიზის სამხრეთ ნაწილში სროლის შედეგად დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

პარიზის სამხრეთ ნაწილში, მეტრო სადგურთან სროლის შედეგად დაჭრილი პოლიციელი ქალი გარდაიცვალა.

მარტვილში 30-მდე კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე-ტყე აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამსახურის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის  სოფელ კურზუს  ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირების მიერ მოჭრილი და დასაწყობებული  30-მდე  კუბური მეტრი ნაძვის ჯიშის ხე- ტყე  (მრგვალი მორები) აღმოაჩინეს.

ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ორი ლიტველი ტურისტია ჩარჩენილი
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციას იწყებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო   სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციას იწყებს. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.  

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

პარიზის სამხრეთ ნაწილში სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა

პარიზის სამხრეთ ნაწილში მეტროსადგურთან სროლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიჭრა. 
 

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, 7 პირი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა.

 

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფატქზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფატქზე, მოქალაქე დავით ჯინჭარაძე დააკავა.

 

ნინოწმინდაში 50-წლამდე მამაკაცი გაყინული იპოვეს

6 იანვარს ღამის საათებში 50-წლამდე მამაკაცი გაყინული იპოვეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უამინდობის დროს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა, რის შემდეგაც ოჯახმა 112-ში დარეკა.

ქართველი მუსლიმები Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, შეშფოთებულები არიან
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დავით ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფში დააკავეს.

გუდაური–კობის და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია

გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა კვლავ აკრძალულია. 
 

ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საფრანგეთში გლოვის დღეა გამოცხადებული

პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
 

ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე, კვლავ შეზღუდვებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,    ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, შეზღუდვები მოქმედებს. 

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო,  ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics