გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს რეკომენდაციით მიმართა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის რეაგირების მექანიზმი, შესაბამისი სანქციების სისტემით, რომელიც სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შეუქმნის დასაქმებულებს და სექსუალური შევიწროების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.