22:06 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა

„ადამიანებმა უფალს მადლობა როგორც განსაცდელისთვის, ასევე სიხარულისთვის და სიყვარულისთვის   უნდა გადაუხადონ“,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

„ადამიანებმა უფალს მადლობა როგორც განსაცდელისთვის, ასევე სიხარულისთვის და სიყვარულისთვის   უნდა გადაუხადონ“,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილეს აღსანიშნავად გვარდიელები და მიწვეული სტუმრები ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეიკრიბნენ.

ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვისთვის, 6-ის ნაცვლად, 4 თვე ექნებათ

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 ოქმის პარლამენტში სარატიფიკაციოდ გაგზავნის საკითხი დაამტკიცა.

შსს-მ ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების საფუძველზე 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი კ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

„ვისოლი“ ბენზინის ფასის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებას მიესალმება

კომპანია „ვისოლი“ ბენზინის ფასის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებას მიესალმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად ორი ობიექტი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადასცა ორი ობიექტი – ლესელიძის #41 მდებარე შენობა-ნაგებობა, II სართულზე და მანსარდში არსებული 423.34 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, – ამის შესახებ „ლიბერალის“ მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საყდრისის ოქროს მაღარო აფეთქებამდე ერთი დღით ადრე

საყდრისის მცველებმა „ექსპრესნიუსს“, საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს  მაღაროს აფეთქებამდე გადაღებული  ექსკლუზიური ფოტო- და ვიდეომასალა  მიაწოდეს.

გერმანია საქართველოს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ, რომელიც მიმართული იქნება ახალი პროექტის „კლიმატისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის პროგრამის” დასაფინანსებლად.

გალში მეგრულენოვანი ტელევიზია იხსნება

გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის დე-ფაქტო გამგებელი თემურ ნადარაია მომავალი წლიდან გალის საკაბელო ტელევიზიის ბაზაზე, ადგილობრივი ფოსტის შენობაში, ახალი მეგრულენოვანი ტელეკომპანიის გახსნას გეგმავს.

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” და გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” ოსკარისთვის იბრძოლებენ

ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან კატეგორიაში წარდგენილი ფილმების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნა.

„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშებაში კიდევ 100 გამარჯვებული გამოვლინდა

„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკის გათამაშების მორიგ ეტაპზე ინტერნეტ და მობაილ ბანკის 100 გამარჯვებულს apple პროდუქცია და ფულადი პრიზები გადაეცა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი დააკავა.

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე ამხილეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები – დევი გ. და ედნარ შ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დევი გ-მ და ედნარ შ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ემელსი მუქერიას აჭარაში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 100 000 აშშ ამერიკული დოლარი შესთავაზეს.

“მიმდინარე წლის 18 დეკემბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, აღნიშნულმა პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს წინასწარ გადასცეს მოთხოვნილი თანხის 20% – 20 000 აშშ ამერიკული დოლარი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

თბილისში რესტორან "თავადურში" მიხეილ ხუბუტიას სცემეს

თბილისში რესტორან “თავადურში” ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას, “რუსეთში ქართველთა კავშირის” თავმჯდომარეს სცემეს.

 

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ქუთაისში გადაასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალქსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც სამშობლოში დღეს დილით 08:30 საათზე ჩამოასვენეს, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში, თავის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics